თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა. 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა და ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. თარიღი იუნესკო-მ 1999 წელს დააწესა.