„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. გაერთიანების იურისტები ასევე დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს მიმართავენ ჯერ გაუქმდეს, შემდეგ კი ჩასწორდეს 2023 წლის 27 იანვარს მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ავარიული სახლების ჩანაცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე მოხდება, რადგან ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ საკუთრების უფლება. საკითხს გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოში. მათი განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლება მხოლოდ მესაკუთრეების ასპროცენტიანი თანხმობის შემთხვევაში მოხდება.