მშენებლობა ყაზბეგის გამზირზე

თბილისში, ყაზბეგის გამზირის 32 ნომერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლების განმარტებით, მშენებლობა მათ სახლებს აზიანებს და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. მოქალაქეების პროტესტს და მოთხოვნას, თბილისის მუნიციპალური ინსპექციიდან უპასუხეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მისამართზე მიმდინარე მშენებლობა შემოწმებულია და არქიტექტურის სამსახურის ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. თემაზე განმარტება მერმაც გააკეთა.