ხელვაჩაურის მერიას ორი კერძო კომპანია უპირისპირდება.
სოფელ ახალშენში ორი ტენდერი ჩატარდა, თუმცა საბავშვო ბაღი მაინც ვერ აშენდა. პირველ შემთხვევაში დავის საგანი ტერიტორიაა. როგორც გაირკვა, სკოლამდელი დაწესებულებისთვის ადგილი მეწყერსაშიშ ზონაში იყო გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ მერიამ ბაღის მშენებლობისთვის სხვა ტერიტორია შეარჩია და ტენდერიც თავიდან გამოაცხადა, თუმცა მეორე ტენდერიც სადავო გახდა.