„ლელოს“ განცხადება

პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ პარტია „ლელოში“.

გაერთიანების წევრების განცხადებით, მათ წევრს, დავით დევაძეს 45 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ. „ლელო“ საკითხზე სამართლებრივ დავას გეგმავს და სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.