სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად. დიმა ჯაიანი 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული როგორც თეატრში, ისე კინოში.
დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. სამძიმრის წერილები მათ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს.