დიმა ჯაიანი რუსთაველის თეატრში გადაასვენეს

საქართველოს სახალხო არტისტი და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი რუსთაველის თეატრში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

მსახიობთან გამოთხოვება საზოგადოებას ხვალაც შეეძლება. დიმა ჯაიანს რუსთაველის თეატრიდან 14 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

დიმა ჯაიანი 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული კინოსა და თეატრში.

მსახიობი 67 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი