მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:49, 09.12.2017
KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

დიმა ჯაიანი 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო.

დიმა ჯაიანს სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი(“დიდოსტატის მარჯვენა”), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, “ბრძოლა ტახტისათვის”), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, “1832”) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: “პირველი მერცხალი” (1975), “ოგარიოვის 6” (1980), “ვინ არის მეოთხე?” (1985), “სტალინის დაკრძალვა” (1989).

მსგავსი