გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ დიმა ჯაიანის ოჯახს უსამძიმრებს
გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ დიმა ჯაიანის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და ერთგულ მაყურებელს უსამძიმრებს.

„დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს – აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ.

ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.