მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო. წვრთნები საჰაერო-სადესანტო კომპონენტს მოიცავს. პროცესი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება განახორციელა. დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, აშშ-ის ელჩი საქართველოში და სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ.