გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მშობლების და მათი მოზარდი შვილების ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გამოავლინა.
ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მშობლები და როგორი ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან.
კვლევის დროს მშობლებთან ერთად გამოიკითხნენ მოზარდები და მათი პედაგოგებიც.
იუნისეფის მიერ მომზადებული ანგარიში მძიმე შინაარსის მატარებელია.