ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ და მცირე სცენაზე საახალწლო წარმოდგენები იწყება.
პატარა მაყურებელთან შესახვედრად თოვლის ბაბუასთან ერთად ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირები ემზადებიან. სადღესასწაულო დადგმა პატარებისთვის დიმიტრი ხვთისიაშვილმა და რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ დადგა.
საახალწლო წარმოდგენები მოზარდ მაყურებელთა თეატრში რუსულენოვანი მაყურებელისთვისაც იქნება წარმოდგენილი.
ჯადოსნურ ზღაპარს მსახიობები თეატრის მცირე სცენაზე ითამაშებენ.