ინოლა გურგულია - 90

მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ინოლა გურგულიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოეწყო ასევე საბავშვო სიმღერების დისკის პრეზენტაციაც. ალბომში  შესული სიმღერები ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა შეასრულეს. კომპოზიტორის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.