მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ

15:34, 19.04.2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დასის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. თეატრის დასის წარმომადგენლებს ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გადასცა. საიუბილეო ღონისძიება თეატრში გაიმართა.

მსგავსი