„ოცნება თუ სინამდვილე“ - პრემიერა

მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალური წარმოდგენის – „ოცნება თუ სინამდვილე“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ინოლა გურგულიას დაბადებიდან 95-ე წლისთავს მიეძღვნა. სპექტაკლში ცოცხლად შესრულდა კომპოზიტორის 22 ნაწარმოები. წარმოდგენა კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული პროექტია. „ოცნება თუ სინამდვილე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 22 დეკემბერსაც გათამაშდება და სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში დარჩება. პრემიერის დღეს თეატრის ფოიეში გამოფენაც გაიხსნა.