თეატრალური ფესტივალი ოზურგეთში

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გუშინ სიმბოლურად ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიულ-მხატვრული ჟანრის სათავგადასავლო რომანის ინსცენირებით  – „ავი მუსაიფი“ გაიხსნა. სცენური ვერსიისა და ინსცენირების ავტორი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში ქართული და უცხოური თეატრები მონაწილეობენ. ფესტივალი 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.