„მოსწავლე უსუსურია, განათლებას აძლევენ, მისი გამოყენების გზებს - არა“ - მასწავლებელი
23:10, 16.12.2017
”განათლების უპირველესი მიზანი არის პიროვნების შინაგანი მოტივაციის აღმოჩენა”, – ამბობს მანანა ბეგიაშვილი. ის პროფესიით მასწავლებელია და მოსწავლეებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი აზრით, დღეს ახალგაზრდა უსუსურია, რადგან მას განათლება მისცეს, თუმცა მისი გამოყენების გზები არ ასწავლეს.
მანანა ბეგიაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მიდგომა უნდა შეცვალოს და ნებისმიერი ქმედება ბავშვზე იყოს მორგებული.
“ხშირად მასწავლებლებიც და მშობლებიც არ იცნობენ საკუთარ შვილებს, არამცთუ სამინისტროში მჯდომი დეიდები და ბიძიები”, – ამბობს მანანა ბეგიაშვილი.
მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი პრევენციული ღონისძიებებია. ამის შესახებ კი, მანანა ბეგიაშვილი პროექტ “თქვიში” საუბრობს.