მოსამართლეთა კონფერენცია - ნინო გვენეტაძე საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. მოსამართლეთა 22-ე კონფერენცია, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ამ წუთებში უნდა დაიწყოს. დღის წესრიგით სულ 10 საკითხის განხილვაა განსაზღვრული. დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ყოველწლიური მოხსენებაც.
დღესვე ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი წევრები და ხმის დამთვლელი კომისიის წევრებიც უნდა დაამტკიცონ.
გიორგი კობერიძე ადევნებს თვალს მოსამართლეთა კონფერენციას.