15 ახალი მოსამართლე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება
15 ახალი მოსამართლე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება

2018 წლის 11 იანვარს არჩეული 15 მოსამართლე სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ახლადდარჩეულმა მოსამართლეებმა,  ივერი აბაშიძემ, იოსებ აბრამიძემ, დარინა აბულაძემ, თათია გოგოლაურმა, თინა ვაშაყმაძემ, ნინო თარაშვილმა, იზა კელენჯერიძემ, მაია კვირიკაშვილმა, გოგა კუპრეიშვილმა, სოფიო ლეჟავამ, ლელა მილდერბერგერმა, ირმა ტოგონიძემ, ნათია ტოგონიძემ, ნინო ჩახნაშვილმა და ხათუნა ჯინორიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში 17 იანვარს დადეს.

მოსამართლეებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს სხვა წევრებმა.