ნინო გვენეტაძის დილემა

ადამიანი, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულების გარანტი უნდა იყოს, აცხადებს, რომ მასზე ძალადობენ და ზეწოლას ცდილობენ. ნინო გვენეტაძემ ეს განცხადება 6 ნოემბერს იუსტიციის საბჭოს ხმაურიან სხდომაზე გააკეთა. ამის შემდეგ, ჟურნალისტები ვარკვევდით, ვინ და რა მიზნით ცდილობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე გავლენის მოხდენას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია და ფარული დაპირისპირებების ქრონიკა თამარ გოგესაშვილის რეპორტაჟში.