იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური ინსპექტორის კანდიდატურებზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური ინსპექტორის კანდიდატურებზე იმსჯელებს

​13 ოქტომბრის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევად დარეგისტრირებულ კანდიდატებზე იმსჯელებს.

საკითხის განხილვა საბჭოში რამდენჯერმე უკვე გადაიდო. ინსპექტორის შესარჩევად, დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხმა დაპირისპირება გამოიწვია 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძისგან სხდომის ჩასანიშნად კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვდნენ, თუმცა გვენეტაძემ მოსაფიქრებლად ერთდღიანი ვადა ითხოვა და მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელა. საბოლოოდ, სხდომაზე შეთანხმება ვერ შედგა.

ამავე სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, საბჭოს მდივანი გიორგი მოქაუტაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

საკითხის განსახილველად სხდომის თარიღი სავარაუდოდ იმ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომელიც ნინო გვენეტაძესა და საბჭოს წევრებს შორის რამდენიმე დღის წინ, მედიისგან დახურულ ფორმატში გაიმართა.
ამ საკითხის გარდა, 13 ოქტომბერს საბჭო დღის წესრიგით სულ ექვს საკითხს განიხილავს.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი