უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატებმა, დიმიტრი ხაჩიძემ და არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლეობის მსურველების სიასა და მოსამართლეების შერჩევაზე ისაუბრეს.
დიმიტრი ხაჩიძე ფიქრობს, რომ 20-კაციან სიაში ვერ მოხვდება და საბჭო მის კანდიდატურას დაბლოკავს. რაც შეეხება არჩილ ჩოფიკაშვილს, ის საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ მისი კვალიფიკაცია ამის მყარი გარანტია იქნება. არჩილ ჩოფიკაშვილს ღია გასაუბრების იმედი აქვს და ამბობს, რომ საჯარო გასაუბრების დროს საბჭო იძულებული იქნება ღირსეული კანდიდატი აარჩიოს.