უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. უკვე ორი საათია, იუსტიციის საბჭოს წევრთა კითხვებს პასუხობს პაატა სილაგაძე. მას უმაღლეს ინსტანციაში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, სადაც სამოსამართლო საქმიანობის ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. კანდიდატმა საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა. პაატა სილაგაძეს კითხვები წარსულ საქმიანობაზეც დაუსვეს. დღეს საბჭო კიდევ ერთ კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს ყოფილ წევრს, კახა სოფრომაძესაც გაესაუბრება.