უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება გრძელდება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს წევრთა კითხვებს დილიდან პასუხობს საქალაქო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, მადი ჩანტლაძე. მან გასაუბრების დასაწყისში საკუთარ მოტივაციაზე გააკეთა აქცენტი.
დღესვე, მოსამართლეობის კიდევ ერთ მსურველს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ.