ხვალიდან იწყება პროცესი, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა იყო.
იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს და კანდიდატების განაცხადების მიღებას იწყებს. პარლამენტში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ მიღებული კანონის მიხედვით, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საბჭოს მინიმუმ 10 წევრის ხმა არის საჭირო, რის შემდეგაც კანდიდატების შერჩევის პროცესში პარლამენტი ჩაერთვება.
ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა, ვინ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და იქნებიან თუ არა მათ შორის ის მოსამართლეებიც, რომლებიც დეკემბრის ბოლოს შედგენილ ცნობილ 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, პროცესის გამჭვირვალედ ჩატარების პირობას დებს, თუმცა ასე არ ფიქრობენ მესამე სექტორში.