ურთულესი ვითარების მიუხედავად, ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება. თუმცა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება და გამკაცრება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, განიხილება მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებში სამუშაო დღეებისა და საათების შეზღუდვა, ასევე ინფექციისგან დაცვის რეგულაციების გამკაცრება.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ შორის იყვნენ სავაჭრო ცენტრებისა და სარესტორნო ქსელის წარმომადგენლები. დაავადების მასობრივი გავრცელების შენელება ისე, რომ ისედაც დაზარალებული ბიზნესი კიდევ უფრო არ დაზარალდეს და კერძო სექტორში სამუშაო ადგილებიც შენარჩუნდეს – ასეთია მთავრობის მიდგომა.