გაფრთხილება ამინდის შესახებ.
თბილისში ორი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი და 28-30 გრადუსი დაფიქსირდება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ხვალ დღის ბოლოდან საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა, კახეთში კი სეტყვაა მოსალოდნელი. 7 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, თუმცა 10 ივლისიდან სინოპტიკოსები კვლავ მატებას პროგნოზირებენ.