საქართველოში უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ

თვის ბოლომდე ქვეყანაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს, რაც წელიწადის ამ დროისთვის უიშვიათესი შემთხვევაა. ძლიერ სიცხეებს სპეციალისტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. სითბური ტალღების გავრცელების რისკების ზრდის ფონზე ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. აქცენტი მოქალაქეების ინფორმირებულობის ზრდაზე კეთდება. „მოამბე“ დაინტერესდა, რა ზომების გატარებას გეგმავს ქვეყანა გაზრდილი საფრთხეების და გარემოს დამცველების გაფრთხილების საპასუხოდ.