ვნებათაღელვის მიზეზი ხდება დიდ დიღომში დაგეგმილი მშენებლობა.
პეტრიწის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. თუმცა დედაქალაქის მერიის პროექტს ადგილობრივთა ნაწილი ეწინააღმდეგება.
მოიჭრა თუ არა სამშენებლო ზონაში ხეები, – ამ თემაზე დედაქალაქის მთავრობას განმარტებების გაკეთება დასჭირდა. მოსახლეობის ნაწილს ავტოფარეხების დაკარგვის შიშიც აწუხებს.