კომპანია „ემ ქეი დეველოპმენტი,“ რომელიც მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერასულ კორპუსს აშენებს, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კომპანიის იურისტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზოგიერთ პოლიტიკოსს, საზოგადოება შეცდომაში შეყავთ. ირაკლი დაუთაშვილის განცხადებით, კომპანია სამ სართულიან კორპუსს ყველანაირი წესის დაცვით აშენებს. ჩატარებულია გეოლოგიური კვლევები და პროექტს გავლილი აქვს შემოწმება კულტურის სამინისტროს კომისიაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობამ შესაძლოა ტაძარს საძირკველი დაუზიანოს. ამ მოსაზრებას კომპანია აბსურდულს უწოდებს.
კომპანია და მობინადრეები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, წარმოადგინონ დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.