პარტია „ქართული არჩევანის“ აქცია

კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე, ბეჟან გუნავა.

შეკრებილების განცხადებით, კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ ჩამოაშორა საქმეს და მათ ანაზღაურებას არ უხდის. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს. პროტესტის დროს აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომპანია „სანტეში“ აცხადებენ, რომ თავად არიან დაზარალებული, რადგან დაქირავებულმა მუშებმა შეცდომით ერთი შენობის ნაცვლად მეორე დაანგრიეს.