საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა

64-ე დაბადების დღე საქართველოს პირველი არხის ისტორიაში განსაკუთრებულად ჩაიწერება. დღეს ჩვენი ტელევიზიის მომავალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. პოლიტკოვსკაიას 31 ნომერი 2023 წლიდან ჩვენი ახალი მისამართი იქნება. 1966 წელს აშენებული ისტორიული შენობა ავარიულია და შესაბამისად მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია, ამიტომ  ახალი შენობის აშენება გადაწყდა. ყველაზე სანდო და დაბალანსებული ტელევიზია საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში ორწელიწადნახევარში უნდა გადავიდეს.  დაბალანსებული და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარის პოზიციების ასახვა, მაღალხარისხიანი გადაცემები, ეროვნული პროდუქციის წარმოება და გამორჩეული კულტურულ-საგანმანათლებლო-შემეცნებით-გასარობი პროგრამები ტელევიზიის მუდმივი თანმდევი ხაზია. წინ კიდევ არაერთი საინტერესო წამოწყებაა.

მარიკა შალიკაშვილი ესწრებოდა დღევანდელ ცერემონიას.

დატოვე კომენტარი