დღეიდან მოპედების მძღოლები რეგულაციის ქვეშ ექცევიან.
სფერო, რომელიც წლების განმავლობაში უკონტროლო იყო, რეგულირდება. კერძოდ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებულები ხდებიან, რომ მართვის მოწმობები აიღონ, რისთვისაც მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. კიდევ ერთი მოთხოვნაა მოპედების დარეგისტრირებაც. უსაფრთხოების სტანდარტების გასაზრდელად დაწესებულია სანქციებიც. სფეროს გაკონტროლების მიზანი მოპედების რაოდენობის ზრდა და ბოლო პერიოდში გახშირებული ავტოსაგზო შემთხვევებია. საკურიერო მომსახურების კომპანიები ძირითადად სწორედ მოპედებს იყენებენ.