მზად არის კანონპროექტი, რომლითაც მომხმარებელთა უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული.
თუ დეპუტატთა ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ შემუშავებული დოკუმენტი საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელთა სასარგებლოდ ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
იგულისხმება საგარანტიო პირობების გაუმჯობესება, ნივთის დაბრუნების ვადების გაზრდა, ასევე აგრესიული მარკეტინგის შეზღუდვა. პარალელურად შეიქმნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც დაზარალებული მომხმარებლების საჩივრებს შეისწავლის.
კანონპროექტის მიმართ ბიზნესის ნაწილს შენიშვნები აქვს.