ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის ანგარიში

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა დოკუმენტში ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკასა და რეაგირების შედეგებზე, ასევე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა. 1227 საჩივრიდან 1069 დაკმაყოფილდა. აღნიშნული სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.