საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება. ასევე აღსრულების ირიბი მექანიზმებისა და რეგულირებულ ბაზრებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის კონკურენციის პოლიტიკის შესახებ პარალელური თემატური სესიები გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არიან.