ახალი რეგულაციები ვაჭრობის სფეროში

ვაჭრობის სფეროში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ახალი კანონი კონკრეტული ნივთის შეძენის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. იგულისხმება საგარანტიო პირობების მკაცრად დაცვა. რეგულაცია გავრცელდება ქვეყნის შიგნით ონლაინ-ვაჭრობაზეც, რაც ნიშნავს რომ, თუ მომხმარებელს გამოწერილი პროდუქტის ხარისხი ან აღწერილობა არ დააკმაყოფილებს, გამყიდველმა კომპანიამ ის 14 დღის ვადაში უკან უნდა დაიბრუნოს, ან კლიენტისთვის მისაღებ პროდუქტში გადაცვალოს. ირკვევა, რომ პროდუქციის უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ-კომპანიები მომხმარებლების უფლებებს საკმაოდ ხშირად არღვევენ. კანონმდებლობის აღსრულებას ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გაუწევს.