მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება იწყება
დღეიდან მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება იწყება. საკითხზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების ნუსხაში დაახლოებით 40 საწარმოა, ჩამონათვალი კონფიდენციალურია. საწარმოებში შესვლა შრომის ინსპექტორებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ.
დარღვევების შემთხვევაში კი ობიექტი დაჯარიმდება. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ასევე დღეიდან ამოქმედდა, კანონის მიხედვით, იქმნება ახალი თანამდებობა – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეა პასუხისმგებელი.