ბიზნესასოციაციების შეხვედრა

კონსოლიდირებული ტენდერის მონაწილეებისთვის, სავარაუდოდ, გასაჩივრების ეფექტური მექანიზმი შეიქმნება. ამ საკითხზე დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნესასოციაციები შეთანხმდნენ.

კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე ცოტა ხნის წინ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ ისაუბრა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, შესაძლოა ცვლილებები ამ კუთხით კანონმდებლობაში განხორციელდეს ან მოიძებნოს სხვა მექანიზმი. ამასთან, ტენდერის გასაჩივრებისას სავარაუდოდ მისი შეჩერება იქნება შესაძლებელი.