შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა ბიზნესასოციაციებთან. თემა კონკურენციის სააგენტოს განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც,  უწყება დაინტერესდა რის საფუძველზე აპირებენ კომპანიები სამომხმარებლო ფასების ზრდას. ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მას კომუნიკაცია ჰქონდა ხადურის უწყებასთან და გაირკვა, რომ კონკურენციის სააგენტო, ბიზნესასოციაციებისგან მხოლოდ განმარტებას მოითხოვდა და ამ მიმართულებით მოკვლევის დაწყება დაგეგმილი არ ყოფილა.

თავად კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან სხვადასხვა ინფორმაცია შესაბამის უწყებას მიაწოდონ.