რა შედეგი აქვს საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმას – ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას? პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით და„ ჯი-აი-ზეტის“ დაფინასებით, რეგულირების ზეგავლენის შეფასება მომზადდა, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეინვესტირების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ამასთან, როგორც კვლევის პრეზენტაციაზე ითქვა, რეფორმის შედეგების წმინდა ეფექტის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ესტონური მოდელის ამოქმედებიდან გასულია მხოლოდ ორი წელი.