ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი.
მოჭიდავის განცხადებით, ფედერაციას გარკვეული ჯგუფი ჰყავს, რომელიც მათთვის არასასურველ პირებს ძალადობრივი მეთოდებით უპირისპირდება. ის ამბობს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო აქამდეც ჰქონია.
11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა.
დაპირისპირებაში ჩართული იყვნენ როგორც სპორტსმენები, ისე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებიც.