მარნეულში, რომელიც უკვე ზუსტად ერთი კვირაა საკარანტინო ზონად გამოცხადდა, შესაბამისი რეგულაციებით ამოქმედებული ღონისძიებები გრძელდება. ინტენსიურად მიმდინარეობს კარდაკარ შემოწმება, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მკაცრად კონტროლდება გადაადგილებაც. #მოამბის გადამღები ჯგუფი მე-7 დღეა ჩაკეტილი მუნიციპალიტეტის ეპიცენტრში მუშაობს – ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი.