ზემო მლეთაში რვა ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. ადგილი იმდენად საშიშია, რომ რამდენიმე წლის წინ სტიქიამ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მიუხედავად სპეციალისტების დასკვნისა, რომ პრევენციული ზომები რისკებს ვერ შეამცირებს, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა სამუშაოებს მაინც ატარებს. მოსახლეობის განცხადებით, ეს წყალში გადაყრილი ფულია.
როდის გეგმავს ხელისუფლება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას და კიდევ რამდენი წვიმიანი ღამის თეთრად გათენება მოუწევთ მათ.