მკვლელობა ვაჟა ფშაველას გამზირზე

ვაჟა ფშაველას გამზირზე, საკუთარ სახლში მოქალაქე სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და  მას ტყვია მოხვდა. ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ, ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.