ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

ადამიანი, რომელიც მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, დღეს უდანაშაულოდ გამოაცხადეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა კიდევ ერთი გახმაურებული საქმის განხილვა დაასრულეს. საუბარია 2020 წლის თებერვალში გუდაურში მომხდარ კონფლიქტზე, რა დროსაც 28 წლის თამაზ გორთამაშვილი მოკლეს, დაიჭრა მისი მეგობარიც. მერაბ კობიაშვილი, რომელიც თავადაც ნაცემი იყო, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან ციხეში ცხრა თვე გაატარა. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლულის ოჯახის წევრთა მძიმე რეაქცია და მწვავე პროტესტი მოჰყვა.