ყაჩაღობის შემთხვევა ოზურგეთში

პოლიციამ ოზურგეთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 48 წლის მამაკაცი, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“.

 

დატოვე კომენტარი