შაქარაშვილის მკვლელობის საქმე 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი წაქაძე ერთადერთია დაკავებულთაგან ვინც დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.

მისი ადვოკატის თქმით, წაქაძე ჩხუბში იძულებით ჩაერთო. დანარჩენი ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი თავს საერთოდ არ ცნობს დამნაშავედ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დღეს 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადახედვაზე იმსჯელეს. ადვოკატები გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. პროკურატურის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩნენ, რადგან არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

დატოვე კომენტარი