გახსნილი დანაშაული

წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.