მკვლელობა თბილისში.
ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კვების ერთ-ერთ ობიექტში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
შელაპარაკება, სავარაუდოდ, მყიდველსა და გამყიდველს შორის მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მომხდარზე გამოძიება გრძელდება.